Wise Development არის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ მაღალი ხარისხის სერვისებს. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ტრენინგების ჩატარება, ასევე კონსულტაციები და კვლევები (რაოდენობრივი და თვისობრივი).

ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს მსმენელებში განავითაროს თანამედროვე ლიდერობისა და სამუშაო უნარ–ჩვევები, რომელიც ორგანიზაციებს დაეხმარება საქმიანობის სწორად წარმართვაში.

სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას ასევე პრაქტიკულ მაგალითებს, სიტუაციებსა და სიმულაციებს. ინტერაქტიული სწავლების მეშვეობით მონაწილეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაჭრას, უნვითარდებათ პიროვნული უნარები.

ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები:

  •    ·  მცირე და საშუალო ბიზნესი
  •    ·  საჯარო დაწესებულებები
  •    ·  ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.

  •  ჩენი ღირებულებებია:
  •    ·  პროფესიონალიზმი;
  •    ·  სიახლეებისკენ სწრაფვა;
  •    ·  მოქნილობა.

  •