მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 17
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ტრენინგები

Wise Development-ის მიერ თბილისსა და წალკაში ჩატარდა ტრენინგები ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯგუფები ძირითადად დაკომპლექტებული იყო 25-მდე დაცვის თანამშრომლისგან. მონაწილეებმა  გაიარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ხანძრის სახეები და კლასიფიკაცია, ხანძარსაშიში ზონები და ევაკუაციის მეთოდები, ცეცხლმქრობების ტიპები და მათი გამოყენების წესები და ა.შ.

ნანახია: 2526 | განთავსების თარიღი: 17.10.2013

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები

Wise Development-ის მიერ სხვადასხვა ორგანიზაციის  200-მდე თანამშრომლისთვის ჩატარდა პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები. მონაწილეებმა გაიარეს სხვადასხვა დონის ტრენინგები, კერძოდ პირველადი სამედიცინო დახმარების პირველი და მეორე დონე. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრინციპებსა და ანბანს, დახმარების გაწევას ტრავმებისა თუ ნაკბენების დროს და ა.შ.

ნანახია: 2350 | განთავსების თარიღი: 17.10.2013