Wise Development-ის მიერ თბილისსა და წალკაში ჩატარდა ტრენინგები ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯგუფები ძირითადად დაკომპლექტებული იყო 25-მდე დაცვის თანამშრომლისგან. მონაწილეებმა გაიარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ხანძრის სახეები და კლასიფიკაცია, ხანძარსაშიში ზონები და ევაკუაციის მეთოდები, ცეცხლმქრობების ტიპები და მათი გამოყენების წესები და ა.შ.